თინა ბოკუჩავა - შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე და ეს არის სწორი ნაბიჯი გადადგმული

ავტორი
Front News საქართველო
დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე და ეს არის სწორი ნაბიჯი გადადგმული იმ მიმართულებით, რომ ჩვენ ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას ერთიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იქნება ერთობის მომხრე.
"უპირველეს ყოვლისა, მადლობა ყველას, ვინც შეძლო ერთად დგომა. ეს არის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გზავნილი, ასევე. ისიც მადლობას უხდის ყველას, ვინც ერთად დგომა შეძლო. "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იქნება ერთობის მომხრე, რადგან ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი.
დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე და ეს არის სწორი ნაბიჯი გადადგმული იმ მიმართულებით, რომ ჩვენ ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას ერთიანობასთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე ამ თვალსაზრისით ნამდვილად მნიშვნელოვანია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საკონსულტაციო შეხვედრების შემდეგ ოპოზიციურ ალიანსში 9 პარტია გაერთიანდა. როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, ეს არის ერთობა გამარჯვებისთვის.
თაგები:
თინა ბოკუჩავა




