Logo

თინა ბოკუჩავა - სწორედ გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა მათ შორის იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება

პოლიტიკა
523
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს, - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, პარტიის ლიდერებმა ვიზიტის დროს შეხვედრა გამართეს გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, გერმანია–სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან დანიელ კიოლბლთან. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს ლევან ხაბეიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და  პოლიტპატიმრების დაკავებაზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე;

"დღევანდელ შეხვედრებზე გერმანიის ბუნდესტაგში, ისევე როგორც საგარეო უწყებაში დავრწმუნდი, რომ კანცლერი მერცი, რომელსაც ცოტა ხნის წინ შევხვდი, ნამდვილად გულისხმობდა სიტყვებს, რომ განსხვავებულ გერმანიას ვიხილავდით მისი კანცლერობის პერიოდში. სწორედ გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა მათ შორის იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს, როგორც სახელმწიფო და ჩვენი ევროპული მომავალი გადარჩეს და რომ არ მოხდეს მილიონობით საქართველოს მოქალაქის სანქცირება ანუ უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაც რეალური საფრთხეა დღეს. ჩვენ ვმუშაობთ ბერლინში, ისევე როგორც ბრიუსელში გუშინ როდესაც ევროკომისიას და საგარეო უწყებას ვხვდებით, რომ სანქცირება და უვიზოს შეჩერება მოხდეს კონკრეტულად მიზნობრივად ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე და სისტემის თანამონაწილეებზე. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ ეს დიდი პრივილეგია. ამაზე უნდა ვიმუშაოთ და ძალიან მალე დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო და შიდა წნეხის მეშვეობით საქართველოში რეჟიმი შეიცვლება და ბერლინში ვივლით არა სანქციებზე სასაუბროდ, არამედ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

Advertisement