Logo

თინა ბოკუჩავა - სუსის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გვაქვს მზარდი რეიტინგი

პოლიტიკა
348
Frontnews image description

“სუსის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს, განსაკუთრებით ბოლო თვეში იმ თანმიმდევრული, პრინციპული, უკომპრომისო მოქმედებების გამო, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტი სააკაშვილის გუშინდელ საჯარო წერილს, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობს მის ხელთ არსებულ დადასტურებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ივანიშვილის სუსი აპირებს პროვოკაციას ენმ-ის წინააღმდეგ. ცხადია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” როგორც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე მართალი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, იყო, არის და იქნება სუსის მუდმივი სამიზნე. პარტიაში სუსის ხელის ფათურის შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, მე როგორც ამ პარტიის თავმჯდომარე არ დავუშვებ სუსის ინფილტრაციას ენმ-ში, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას და მარგინალიზაციას. დღევანდელი ფორმაციის “ნაციონალურ მოძრაობა” შედგა როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულის სწორი გააზრებით ხდება მხოლოდ  და მხოლოდ წინ ხვალინდელი ნათელი ევროპული დღისკენ. ამაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი პარტიის ყველაზე მებრძოლ, მართალ და ღირსეულ ბირთვს და ესენი არიან ენმ-ის ახალგაზრდები, ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლითაც ძალიან ვამაყობ.

სუსის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გვაქვს მზარდი რეიტინგი, განსაკუთრებით ბოლო თვეში იმ თანმიმდევრული, პრინციპული, უკომპრომისო მოქმედებების გამო, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ივანიშვილის სუსის მანქურთებს ნუ დაავიწყდებათ, რომ ენმ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მშვიდობიანი გარღვევა მოიტანა სწორედ სახალხო რევოლუციის გზით. ივანიშვილის მანქურთებს კარგად უნდა ესმოდეთ ის სიტყვები, რომლებიც ჩვენ ამოვიკითხეთ პრეზიდენტი სააკაშვილის წერილშიც - “ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დიდი საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი მოქმედებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან უბრალოდ პროვოკატორი. დღეს გამარჯვების გზა გადის საერთო სახალხო მშვიდობიან პროტესტზე, სადაც ყველა აქტორი, განსაკუთრებით პოლიტიკური და საზოგადო ლიდერები უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ მათ სიტყვას. რევოლუციის თარიღი არ ანონსდება, ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა არის სრულიად გაუმართლებელი. ეს არის ჩემი აზრით უპასუხისმგებლობა, რომელიც  ასევე  უარყოფითად აღიქმება დასავლეთში და რაც მთავარია აძლიერებს რუსულ ქოცურ პროპაგანდას.

რეჟიმთან რეალურ ბრძოლაში აუცილებელია მუდმივი წინააღმდეგობა, ყოველდღიური შრომა და მოლოდინების მართვა, სადაც ასევე არის მოულოდნელობის ეფექტი. ეს ყველაზე კარგად იცის სწორედ ამ პარტიამ, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა ავტოკრატია მოქმედებით და პარტიულ საზოგადოებრივი კონსოლიდაციით, ეს არის სწორედ გამარჯვების გზა დღესაც, უკომპრომისო, პრინციპული ბრძოლა, სადაც აუცილებელია კონსოლიდაცია ერთიანობა. უფრო კონკრეტულად - რეჟიმთან არ თანამშრომლობა, რეჟიმის სრული პოლიტიკური და სოციალური იზოლაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, საერთო სახალხო წინააღმდეგობა უწყვეტი, მტკიცე და მასშტაბური პროტესტის გზით, რომლის მაგალითია 245-დღიანი უწყვეტი პროტესტი რუსთაველის გამზირზე და ყველა მომავალი მასშტაბური აქცია, რომელიც არის 2 აგვისტოს აქცია ბათუმში. 4- მძიმე ინდივიდუალური სანქციები პირადად ივანიშვილზე და მისი რეჟიმის წევრებზე და მეხუთე, ამ ამოცანების გარშემო დემოკრატიული პოლიტიკური ძალების რეალური კონსოლიდაცია და ერთიანობა, სადაც ჩვენ არა მხოლოდ წამყვანი პოლიტიკური ძალა, არამედ სანდო პარტნიორი. ეს ყველაფერი არის პოლიტპატიმრების დახსნის, დემოკრატიული ცვლილების და გამარჯვების გზა. მჯერა, როგორც არასდროს, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. თავისუფლება მიშას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement