თინა ხიდაშელი - ივანიშვილი არ ხვდება აშშ-ის ელჩს იმიტომ, რომ მას სათქმელი არაფერი აქვს

ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილი არ ხვდება აშშ-ის ელჩის იმიტომ, რომ მას სათქმელი არაფერი აქვს, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რა არის ის მინიმალური პირობები, რომლის დაკმაყოფილების გარეშეც ურთიერთობების არავითარი გადატვირთვა, განახლება, გაუმჯობესება არ იქნება.
"ივანიშვილი არ ხვდება იმიტომ, რომ მას სათქმელი არაფერი აქვს. მეორე იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგად იცის, რა არის ის მინიმალური პირობები, რომლის დაკმაყოფილების გარეშეც ურთიერთობების არავითარი გადატვირთვა, განახლება, გაუმჯობესება არ იქნება და ის არ არის დღეს მზად, რომ ამ მინიმალურ პირობებზე წავიდეს. მინიმალური პირობები ჰქვია იმას, რომ ადამიანებს სახის ძვლები არ უნდა დაულეწონ იმიტომ, რომ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და იმიტომ, რომ ადამიანებმა ამ ქვეყანაში - ნებისმიერმა ჩვენგანმა გადავწყვიტეთ, რომ თავისუფლებაში გვინდოდა გვეცხოვრა და საკუთარი აზრი გვქონოდა ფაქტებზე, მოვლენებზე, ვითარებაზე საკუთარ სამშობლოში, ამის გამო ციხეში არ უნდა ჩაგვსვან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
აშშ-ის საელჩოს ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. ამის საპასუხოდ კი ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "პირადი შანტაჟის ფონზე, ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია".
თაგები:
თინა ხიდაშელი




