თინა ხიდაშელი - ხვალინდელ საქართველოზე ვიტყვით, რომ გუშინ უკეთესი მდგომარეობა იყოო, იმდენად სწრაფად მოქმედებს რეჟიმი ყველა სიბრტყეში


ავტორი
Front News საქართველო
ზუსტად ვიცით, რომ ხვალინდელ საქართველოზე ვიტყვით, რომ გუშინ უკეთესი მდგომარეობა იყოო, იმდენად სწრაფად მოქმედებს რეჟიმი ყველა სიბრტყეში, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა გამოიგონა სია, რომელიც თეა წულუკიანს გადასცა და მათი დაპატიმრება მოითხოვა.
"ზუსტად ვიცით, რომ ხვალინდელ საქართველოზე ვიტყვით, რომ გუშინ უკეთესი მდგომარეობა იყოო, იმდენად სწრაფად მოქმედებს რეჟიმი ყველა სიბრტყეში, ეს იქნება სასამართლოს გამოყენებით, თუ სხვა მხრივ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიბრტყეში ვხედავდეთ, რამდენად კატასტროფულად უარესდება მდგომარეობა. სასამართლოში სხდომას ესწრება 11 პატიმარი 11 ადვოკატით და უცებ მოსამართლე წყვეტს, რომ ამ ადამიანებს სახაზინო ადვოკატი უნდა დაუნიშნონ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ 9-თვიან ვადაში იჭედება, თვითონ არ ატარებდა სხდომებს, თვითონაა ყურით მოთრეული ამბების შემოქმედი და ახლა უცბად აღმოჩნდა, რომ ვადა არ ჰყოფნის და ამ ადამიანების გარეთ გამოშვება რომ არ მოუწიოს, ამ ტიპის უკანონობაზე მიდის.
მოგონილი ბრალდებით აკავებენ ადამიანებს და ამ მოგონილი ბრალდებით გააკეთა ივანიშვილმა სია, მისცა თავის ერთგულ მონა წულუკიანს და უთხრა - ეს ადამიანები უნდა ვნახო ციხეშიო.
როდესაც იცი, რომ არაღიარებული, არალეგიტიმური ცირკი ხარ და ამ ცირკში შენნაირი მასხარების გარდა ჯამბაზობის სურვილი დედამიწის ზურგზე არავის აქვს, მაშინ გაუგებარია, სხვა რამე დაარქვა იმ პროცესს, რასაც ვუყურებთ, გარდა იმისა, რომ ეს მათ მიერ მოგონილი შეთქმულების თეორიაა ამ ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს