თინა ხიდაშელი - როგორც ჩანს, პოლოლიკაშვილმა ვერ შეასრულა მათთვის ის ამოცანები, რომლებსაც მას უსახავდნენ


ავტორი
Front News საქართველო
როგორც ჩანს, პოლოლიკაშვილმა ვერ შეასრულა მათთვის ის ამოცანები, რომლებსაც მას უსახავდნენ, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლოლიკაშვილი საქართველოს მოქალაქეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია საერთაშორისო სისტემაში.
"როგორც ჩანს, პოლოლიკაშვილმა ვერ შეასრულა მათთვის ის ამოცანები, რომლებსაც მას უსახავდნენ. საქართველოს მოქალაქეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია საერთაშორისო სისტემაში და შემიძლია წარმოვიდგინო, რომ მის მიმართ უამრავი სხვადასხვა ტიპის მოთხოვნები ჰქონდათ თავიანთი საგარეო პრობლემებიდან გამომდინარე.
მაინც მგონია, რომ ეს მოხდა პოლოლიკაშვილის გაწვევის გამო და მერე უკვე, რა თქმა უნდა, ვიღაცისთვის უნდა დაეჭირათ მხარი.
არ დაგვავიწყდეს, ეს ის ხალხია, რომლებიც მორალს გვიკითხავენ ხოლმე რუსულ სპორტულ გუნდებში რომ ქართველები თამაშობენ, იმათ უნდა ვუგულშემატკივროთ, თურმე და ამასობაში, ერთ-ერთი უფრო პრესტიჟული და მნიშვნელოვანი თანამდებობა დათმეს გაუგებარი პოლიტიკური მოსაზრებებით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა.
თაგები:
თინა ხიდაშელი