თინა ხიდაშელი - საქართველოში მიმდინარეობს საუბრები დიდი ჩინური ბანკების შემოსვლაზე


ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკრედიტო პოლიტიკის ამოცანები ქვეყნებში, სადაც ისინი ვალს ან კრედიტს გასცემენ, ამ ქვეყნებს ისეთი ტიპის მახეში აღმოაჩენენ ხოლმე, საიდანაც გამოსავალი თითქოს არ ჩანს, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მახეობა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან მაღალი პროცენტებია გადასახდელი.
"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკრედიტო პოლიტიკის ამოცანები ქვეყნებში, სადაც ისინი ვალს ან კრედიტს გასცემენ, ამ ქვეყნებს ისეთი ტიპის მახეში აღმოაჩენენ ხოლმე, საიდანაც გამოსავალი თითქოს არ ჩანს.
ეს მახეობა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან მაღალი პროცენტებია გადასახდელი, სახელმწიფო გარანტიებს ითხოვს ჩინური ბანკების უმრავლესობა და არის ვადები, რომელიც პეკინის მიერაა დადგენილი.
საქართველოში მიმდინარეობს საუბრები დიდი ჩინური ბანკების შემოსვლაზე, ეს მოხდება პირდაპირ თუ უკვე არსებული ბანკების შესყიდვის გზით, ამას ვნახავთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი