Logo

თინა ხიდაშელი - თუ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს "ქართული ოცნება", ის დაბრუნდება მოლაპარაკების, ურთიერთობის მაგიდასთან

პოლიტიკა
582
Frontnews image description

პოლიტიკური კრიზისი მწვავდება, ქვეყანაში ძალადობის ესკალაციაა და კონფრონტაციული გარემო სულ უფრო მძაფრდება, -  ამის შესახებ "სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არის ერთადერთი ლეგიტიმური, ქმედითი და დადებითი ნაბიჯი.

"საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არის ერთადერთი ლეგიტიმური, ქმედითი და დადებითი ნაბიჯი, რომელიც "ქართული ოცნების" აღჭურვილობაში არის დარჩენილი, სხვა იარაღი მათ აღარ აქვთ. დიახ, ეს რესურსი არსებობს და ამას ჰქვია ახალი საპარლამენტო არჩევნები. თუ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს "ქართული ოცნება", ის დაბრუნდება მოლაპარაკების, ურთიერთობის მაგიდასთან. 

ახლა დაკავებული არიან იმით, რომ გარდაუვალის გადავადებას ცდილობენ, რაც შეიძლება დიდი დროით.

ვითარება არის უმძიმესი, რაც უფრო დრო გადის და "ქართული ოცნება" არ ისმენს ქართველი ხალხის ხმას ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, მით უფრო ბევრი რამ ხდება - პოლიტიკური კრიზისი მწვავდება, ქვეყანაში ძალადობის ესკალაციაა და კონფრონტაციული გარემო სულ უფრო მძაფრდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები