ტირანაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავეს.
ალბანეთის პოლიციის ინფორმაციით, საერთაშორისო ძებნილი 42 წლის ლავასოღლი ტირანაში ყალბი პასპორტითა და უკრაინის მოქალაქის გვარით იმალებოდა.
მისივე ცნობით, მინდია ლავასოღლი (გორაძე) ცხოვრობდა ტირანაში და მას ბრალად ედება ძალადობრივი დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობა.
მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
2018 წლის ივლისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძეს დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2019 წლის აპრილში კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების 10 წლით აღკვეთა.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/MZSrWk4Rjmo” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” allowfullscreen></iframe>
თაგები:
კანონიერი ქურდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს