ტობიას კრემერი - ეს ალბათ, ყველაზე ცუდი ანგარიშია კანდიდატი ქვეყნისთვის, რომელიც ოდესმე გვქონია

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნება" პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებს თავისი ხალხის წინააღმდეგ დემონსტრაციებზე. ეს სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ იმედის მომცემია საქართველოზე, ქართველი ხალხია.
"ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა ძირი გამოუთხაროს თავისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ისინი რუსეთთან მიდიან, საკუთარ თავს პუტინზე დამოკიდებულებად ხდიან. ვფიქრობ, რომ ეს გეოპოლიტიკურად ძალიან მოკლემხედველი სტრატეგიაა მათთვის, მაგრამ ეს საშინელი სტრატეგიაა მათი ხალხისთვის, რომლებსაც ახლა ნაკლები თავისუფლება აქვთ და თავისუფლად პროტესტი არ შეუძლიათ.
"ქართული ოცნება“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებს თავისი ხალხის წინააღმდეგ დემონსტრაციებზე. ეს სრულიად მიუღებელია და თუ დადასტურდება BBC-ის ანგარიში, მაგრამ მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს, რომ ეს სიმართლეა.
ასე რომ, ამ ეტაპზე, მგონია, რომ ევროკომისიის ანგარიში სრულიად მართალია, როდესაც ამბობს, რომ ეს ალბათ, ყველაზე ცუდი ანგარიშია კანდიდატი ქვეყნისთვის, რომელიც ოდესმე გვქონია.
ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ იმედს გვაძლევს საქართველოზე, ქართველი ხალხია. მზია ამაღლობელის მსგავსი ხალხის სიმამაცეა, რომელსაც „სახაროვის ჯილდო“ გადავეცით ძალიან კარგი მიზეზით. ასევე ხალხია, რომელსაც ვხვდებით, რომელიც ჯერ კიდევ გამოდის ქუჩებში საფრთხეების მიუხედავად", - განაცხადა ტობიას კრემერმა.
თაგები:
ტობიას კრემერი




