Logo

ტობიას კრემერი - მოდით, საბოლოოდ ნამდვილი და მიზანმიმართული სანქციები დავაწესოთ ივანიშვილზე და მის ყველა თანამზრახველზე

პოლიტიკა
245
Frontnews image description

მოდით, საბოლოოდ ნამდვილი და მიზანმიმართული სანქციები დავაწესოთ, არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ რამდენიმე პირზე, არამედ თავად დე ფაქტო მმართველ ივანიშვილზე და მის ყველა თანამზრახველზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქართველი ხალხი დემოკრატიული რეჟიმის, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ იბრძვის.

"უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქართველი ხალხი დემოკრატიული რეჟიმის, კანონის უზენაესობის და რაც მთავარია, ევროპული მომავლისთვის, მშვიდობიანი პროტესტი გამართვას ბედავს. მოდით, მოვიწვიოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მსგავსი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მოდით, საბოლოოდ ნამდვილი და მიზანმიმართული სანქციები დავაწესოთ, არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ რამდენიმე პირზე, არამედ თავად დე ფაქტო მმართველ ივანიშვილზე და მის ყველა თანამზრახველზე, რომლებიც ასეთ საშინელ დანაშაულში მონაწილეობენ. ქართველები ყოველდღიურად ნამდვილ სიმამაცეს იჩენენ და მოდით, ჩვენც იგივე გავაკეთოთ", - განაცხადა ტობიას კრემერმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები