Logo

ტობიას კრემერი – ქართველები რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს ამ დროშის ქვეშ და კითხულობენ სად არის ევროპა ამ ჭეშმარიტების მომენტში

პოლიტიკა
1068
Frontnews image description

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩაატარონ ახალი არჩევნები. დავაწესოთ სანქციები მათთვის, ვინც მოსახლეობას ავიწროებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ბელარუსისა და კრემლის სტილში მოქმედებს.

“ძვირფასო კოლეგებო, მე ამწუთას ჩამოვედი თბილისიდან და რაც ვნახე იქ, გულწრფელად რომ გითხრათ, იყო ძალიან ემოციური. მთავრობამ არჩევნების გაყალბების შემდეგ ძალადობა გამოიყენა საკუთარ მოსახლეობაზე ბელარუსის და კრემლის ავტორიტარულ სტილში. ეს არის რუსული სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენთვის ძალიან ნაცნობია. მანიპულაციები, დაშინება, ძალადობა და წამებაც კი, მაგრამ კოლეგებო, რაც მე ვნახე საქართველოში მაძლევს იმედს იმიტომ, რომ ათი ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში ყოველდღიურად, ყოველ საღამოს, მთელ საქართველოში, ქალაქებსა და სოფლებში. ქართველები იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის, თავისი მომავლისთვის და ეს ხალხი იბრძვის საქართველოში, მაგრამ ისინი აკეთებენ ამას ევროკავშირის დროშის ქვეშ. ეს დროშა არის თავისუფლების დროშა და ქართველები რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს ამ დროშის ქვეშ.

ხალხი მოგვმართავს ჩვენ და აფრიალებს ამ დროშას, მაგრამ ასევე ისინი კითხულობენ – სად არის ევროპა ამ ჭეშმარიტების მომენტში. ქართველები ჩვენ გვიყურებენ ახლა და არა მხოლოდ ქართველები, არამედ უკრაინელები, მოლდაველები და ასევე სხვები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ამიტომ, ვაჩვენოთ მათ, რომ საჭიროების დროს მათ გვერდით ვდგავართ. დავაწესოთ სანქციები მათთვის, ვინც მოსახლეობას ავიწროებს. ველოდებით ზურაბიშვილს, რომ მიმართავს პლენარულ სხდომას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩაატარონ ახალი არჩევნები”, – განაცხადა ტობიას კრემერმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები