ტობიას კრემერი – თუ საქართველოში არსებობს ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ პროცესს, მაშინ ჩვენ გვაქვს სხვა მეთოდები

ავტორი
Front News საქართველო
სანქციები ყოველთვის ბოლო და უკანასკნელი ზომაა, ჩვენ გვინდა, რომ ქართველების ხმა გაიგონონ, რადგან მხოლოდ მათი გადასაწყვეტია რა უნდა იყოს მათი მომავალი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ პროცესს, მაშინ ევროპას აქვს სხვა მეთოდები, რომ ამის გამო პროტესტი გამოხატოს.
“სანქციები ყოველთვის ბოლო და უკანასკნელი ზომაა, ჩვენ გვინდა, რომ ქართველების ხმა გაიგონონ, რადგან მხოლოდ მათი გადასაწყვეტია რა უნდა იყოს მათი მომავალი.
ჩვენ, ევროპელები კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ევროპისა და თავისუფლების კარი ღიაა და ახლა ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ უნდათ თუ არა ამ კარში შემოსვლა. თუ საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ პროცესს, მაშინ ჩვენ გვაქვს სხვა მეთოდები, რომ ამის გამო პროტესტი გამოვხატოთ”, – განაცხადა ტობიას კრემერმა.
თაგები:
ტობიას კრემერი




