ტომას ზდეჩოვსკი – ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებით

ავტორი
Front News საქართველო
განვიხილეთ საქართველოში არსებული სიტუაცია და ჩვენი შესაძლო დახმარება სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, – ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის დეპუტატმა ტომას ზდეჩოვსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებით.
“დღეს განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის მომავალი. ამჟამად ის ძალიან კარგ ნიშნულზეა.მე თავად ჩეხეთიდან ვარ და საქართველოში ინვესტიციების მიხედვით მესამე ადგილზეა ჩემი ქვეყანა. იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც სტაბილური და პროაქტიული პარტნიორი იქნება საქართველო ჩეხეთთან, ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებთან მიმართებით“, – განაცხადა ტომას ზდეჩოვსკიმ.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


