ტორესა მოსის პატიმრობის 24-საათიანი ვადა 48 საათამდე გაუხანგრძლივეს


ავტორი
Front News საქართველო
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ტელეკომპანიის წამყვანს ტორესა მოსის პატიმრობის 24- საათიანი ვადა 48 საათამდე გაუხანგრძლივეს.
გადაცემა “ლიტერატურული სამკუთხედის” წამყვანის სასამართლო პროცესი ხვალ თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.
ადვოკატის თქმით, მან უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებას და დაკავების ვადის გახანგრძლივების შესახებ დასაბუთებული პასუხი მოითხოვა.
ტორესა მოსის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ორი მუხლით ედავებიან. ერთი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას უკავშირდება, მეორე შემთხვევაში კი სუს-ის შენობის ბლოკირებისთვის 500-ლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს