თორნიკე გორდაძე - არავინ არ უკრძალავს წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესებას და ნელ-ნელა ეს სანქციები შემოდის ძალაში


ავტორი
Front News საქართველო
მთავარი ეგზისტენციალური საფრთხე, რაც ევროპას ემუქრება დღეს, არის რუსეთის პოლიტიკა უკრაინაში, - ამის შესახებ პარიზის ჟაკ დელორის ინსტიტუტის მკვლევარმა თორნიკე გორდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ხელისუფლება პრორუსულია.
"მთავარი ეგზისტენციალური საფრთხე, რაც ევროპას ემუქრება დღეს, არის რუსეთის პოლიტიკა უკრაინაში. საქართველოში, სამწუხაროდ, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ხელისუფლება არის პრორუსული.
რაც შეეხება სანქციებს, არავინ არ უკრძალავს წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესებას და ნელ-ნელა ეს სანქციები შემოდის ძალაში, თუკი არ იქნება საქართველოს მხრიდან რაიმე წინსვლა.
საფრანგეთი აქამდე ინარჩუნებდა იმ ზეწოლის ფაქტორს, რომ ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე, მას შეუძლია მაკრონს დაურეკოს. საქართველოში თუ რამე კრიზისული ვითარება შეიქმნა, აუცილებლად იქნება საფრანგეთის და ევროპელი რამდენიმე მაღალი რანგის პოლიტიკოსის უფრო მეტი ჩართულობა.
ზოგიერთი ძალა ცდილობს ნარატივის გატარებას, რომ საქართველო დაკარგულია და ამას ხელს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უწყობენ. ის, რომ საქართველო ევროპისთვის დაკარგული არ არის, ჩანს ყოველთვის", - განაცხადა თორნიკე გორდაძემ.
თაგები:
თორნიკე გორდაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს