Logo

თორნიკე სხვიტარიძე - არ ვაპირებთ დაჩოქებას, ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე

საზოგადოება
840
Frontnews image description

არ ვაპირებთ დაჩოქებას, ჩვენ ის მებრძოლი ადამიანები გამოკვიკეტეს ციხეში, რომლებსაც უყვართ საქართველო, - ამის შესახებ დაკავებული საბა სხვიტარიძის ძმამ თორნიკე სხვიტარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე.

"არ ვაპირებთ დაჩოქებას, ჩვენ ის მებრძოლი ადამიანები გამოკვიკეტეს ციხეში, რომლებსაც უყვართ საქართველო. ჩვენ არ ვებრძვით მარტო რუსებს, ჩვენ ვებრძვით გარუსებულ ქართველებს. ყველაფერი კარგად იქნება, არა უშავს, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე და არ ვიქნებით ყურებჩამოყრილი. ძალიან მაგრად ვდგავართ, როგორც ჩვენი ბიჭები. კიდევ ველოდებით 11 ადამიანს, სამწუხაროდ", - განაცხადა საბა სხვიტარიძის ძმამ თორნიკე სხვიტარიძემ.

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ საბა სხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ სხვიტარიძე დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილით ცნო.

საბა სხვიტარიძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი მას ახლა 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ზოგადად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

Advertisement