“ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
"ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. როგორც აშვეთია სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება მან პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.
"დადგა ის მომენტი, დავტოვო ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვთნელის თანამდებობა! მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც გვერდში მედგა ეს პერიოდი! იყო ბევრი პრობლემები, მოყოლებული გასული წლიდან, რაც შემეძლო ბოლომდე ვიხარჯებოდი გუნდის წარმატებისთვის! ერთი მინდა ვუსურვო ქუთაისის ტორპედოს, დალაგებულიყოს ყველაფერი როგორც ნორმალურ გუნდს შეეფერება! არ ყოფილიყოს ყოველ წელს ახალი გუნდის შენება! მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გვერდში მედგა ! ახალ მწვთნელს წარმატებას ვუსურვებ! ერთ რჩევას მივცემ ახალ მწვთნელს, ყველა პრობლემაზე ღიად ილაპარაკოს და მოითხოვოს რაც საჭიროა მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად…..თორემ ძალიან ძნელი იქნება !"-აღნიშნულია განცხადებაში.
მიხეილ აშვეთია "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტს მეორე წელია იკავებს, "ტორპედოში" კი დაახლეობით 5 წელი არის. ვინ იქნება "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, ჯერ უცნობია.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს