Logo

“ტოცილიზუმაბის“ 2 000 დოზა და “რონაპრივის“ 500 დოზა საქართველოშია

Frontnews image description

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას აგრძელებს.

 

Hetero Biopharma Limited-ის წარმოებული 2 000 დოზა „ტოცილიზუმაბი“ და Roche-ს მონოკლონური ანტისხეულები – 500 დოზა „რონაპრივი“ („კასირივიმაბი“/„იმდევიმაბი“) უკვე საქართველოშია.

 

მედიკამენტების შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის „Covid-19“-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინასების ფარგლებში განხორციელდა.

 

2 000 დოზა „ტოცილიზუმაბი“ და 500 დოზა „რონაპრივი“ სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.

 

Hetero Biopharma Limited-ი ერთ-ერთი წამყვანი ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც „ტოცილიზუმაბის“ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო.

 

“ტოცილიზუმაბი“ აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

 

Roche-ს მონოკლონური ანტისხეულები სამინისტრომ პირველად დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან მიიღო.

 

Roche-ს მონოკლონურ ანტისხეულებს კი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული.

 

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement