Logo

ტყიბულის მუნიციპალიტეტში 35 წლის მამაკაცი მოკლეს

სამართალი
29.08.2022 / 15:30
Frontnews image description

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათში მარიამობის ღამეს 35 წლის მამაკაცი მოკლეს. 

 

მოკლულს საცხოვრებელ სახლთან 10-მდე პირი ჩაუსაფრდა, მათ შორის იყო მისივე ნათლული და ნათესავიც.

 

ახალგაზრდა მამაკაცს 10-მდე ჭრილობა დანით მიაყენეს. 

 

დანაშაულის ჩადენის დროს, ის მამასთან ერთად იმყოფებოდა. 

 

“დანა დაარტყეს არაფრის გულისთვის, ახლობლები არიან, ერთი ნათლულია, ერთი ბიძაშვილიშვილი, აქაურები 4 იყვნენ და კიდე 7 კაცი ჰყავდათ მოყვანილი. მამა-შვილი ვიყავით, მარიამობა იყო, მეზობელთან ვიყავით, გადმოვედით და აქ დაგვხდნენ, ათი ჭრილობა აქვს, ხელები დაჭრილი, გულმკერდი წინ და უკან. ორი დაკავებულია”, – აცხადებს მოკლულის მამა.

 

სავარაუდოდ, დანაშაულში მონაწილე პირები ნასვამები იყვნენ. მოტივად კი წარსულში მომხდარი დაპირისპირება სახელდება.

Advertisement