ტყიბულში, ჩამოშლილი მიწის მასიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს


ავტორი
Front News საქართველო
ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების დროს ჩამოშლილი მიწის მასაში მოყოლილი ორი ადამიანიდან ერთი უკვე ამოიყვანეს.
ეს ის მამაკაცია, რომელიც მაშველებთან კონტაქტზე იყო. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს სავარაუდოდ, საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება მეორე ადამიანს, მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და მის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
ადგილზე შეკრებილი არიან მიწის მასაში მოყოლილი ადამიანების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეშახტეები.
მათი თქმით, მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე ადამიანები იძულებული არიან, სიცოცხლის რისკის ფასად მსგავს სამუშაოებზე წავიდნენ.
ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების დროს მიწის მასა დღეს ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს