“ტყვიაც რომ მესროლონ, მკერდით გავუჩერებ, იმიტომ, რომ ჩემს უკან არის მორალი, ზნეობა, სიმართლე და ამ ქვეყნის სიყვარული”


ავტორი
Front News საქართველო
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ 40 000 ლარის გირაოს გადახდას არ აპირებს. ის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მას არ დაემორჩილება.
"ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, რატომ ტყუის ხელისუფლება და როცა უნდა ხან მეუბნება გადაიხადე 40 000 ლარი დამატებით, როცა გადახდილი მაქვს გირაო და კითხვაზე, როცა ისინი საუბრობენ, კი მაგრამ მელიამ არ უნდა გადაიხადოს გირაო? გადახდილი მაქვს, ჩემო მეგობრებო, გირაო 30 000 ლარის ოდენობით ერთხელ უკვე და მეორეჯერ, ახლა რომ მთხოვენ გადაიხადე 40 000 ლარი ხვალ 100 000-ს მეტყვიან, მაზეგ 150 000-ს, მერე მეტყვიან სამაჯური ყელზე შეიბი და უნდა დავემორჩილო? არ დავემორჩილები, იმიტომ რომ ეს არის უსამართლობა და ვალდებული ვარ, მორალი არ მკარნახობს, რომ უსამართლობას დავემორჩილო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, ასეთი ამაყი არასდროს ყოფილა, რადგან მის უკან სიმართლე დგას.
"ვადა ამოიწურა, მე უკანონო, უსამართლო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი, იმიტომ, რომ როგორც არასოდეს, ვარ მართალი ჩემს მეგობრებთან ერთად და ასი ათასობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად და ჩემი გასამართლებით თქვენ ნიკა მელიას კი არ ასამართლებთ, თქვენ თავისუფლების იდეას ასამართლებთ. იმ ადამიანებს ასამართლებთ, ვინც გაბედა და 20 ივნისს გამოვიდა და გითხრათ, რომ რატომ ჩასვით მტერი სახელმწიფოს ერთ-ერთი წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ეს არის მთავარი სათქმელი, რაც მინდოდა მეთქვა. არასოდეს ისე ამაყი არ ვყოფილვარ, როგორც ვარ ამ სიბინძურესთან ბრძოლისას, იმიტომ, რომ მართალი ადამიანი არის ძალიან ძლიერი ადამიანი და იმდენად ძლიერი ვარ, ასე მგონია, რომ ტყვიაც რომ მესროლონ, მკერდით გავუჩერებ, იმიტომ, რომ ჩემს უკან არის მორალი, ზნეობა, სიმართლე და ამ ქვეყნის სიყვარული", – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს