Logo

ტრამპი - 50 დღის შემდეგ რუსეთისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუ უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმება არ მიიღწევა

უკრაინა
182
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 50 დღის შემდეგ რუსეთისთვის "ძალიან ცუდი“ იქნება, თუ უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, რა მოხდება რუსეთთან 50-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვის შემდეგ. ასევე, გეგმავს თუ არა ტრამპი რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას.

"50 დღის შემდეგ თუ შეთანხმება არ იქნება, ეს ძალიან ცუდი იქნება. იქნება გადასახადები, იქნება სხვა სანქციები მოსკოვის მიმართ“, – განაცხადა ტრამპმა.

როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ მისცა ტრამპმა პუტინს ამდენი დრო, მან უპასუხა, რომ ტარიფების შემოღების ვადა შეიძლება მითითებულ ვადაზე ადრეც კი დადგეს.

"არა მგონია, 50 დღე ძალიან დიდი დრო იყოს და ეს შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს... იგივე კითხვა ბაიდენისთვის უნდა დაგესვათ. რატომ ჩაგვრთო ამ ომში? და რა გითხრათ, რატომ ჩაგვრთო ამ ომში? იცით, რატომ ჩაგვრთო ამ ომში? იმიტომ, რომ სულელია. სწორედ ამიტომ. და თქვენ არ იცით და არც აშუქებთ, მაგრამ ეს კითხვა ბაიდენისთვის უნდა დაგესვათ. იმიტომ, რომ ის არაკომპეტენტურია. ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა დონალდ ტრამპი ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "კაცობრიობის მხარეს არის“.

"არა, მე არავის მხარეს არ ვარ. იცით, ვის მხარეს ვარ? კაცობრიობის მხარეს. მინდა, ყოველ კვირა ათასობით ადამიანის მკვლელობა შევაჩერო“, - განაცხადა ტრამპმა.

Advertisement