ტრამპი – აღარ არის საჭიროება, რომ ჯო ბაიდენმა გააგრძელოს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მიღება


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა.
“აღარ არის საჭიროება, რომ ჯო ბაიდენმა გააგრძელოს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მიღება. შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაუქმებთ ჯო ბაიდენის წვდომას და ვწყვეტთ მისთვის ყოველდღიურ სადაზვერვო ბრიფინგებს. მან ეს პრეცედენტი 2021 წელს დაუშვა, როდესაც დაავალა სადაზვერვო საზოგადოებას, შეეწყვიტათ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისთვის, ჩემთვის ეროვნული უსაფრთხოების დეტალებზე წვდომა, რაც არის თავაზიანობის წესები ყოფილი პრეზიდენტებისადმი.
რობერტ ჰურის ანგარიშმა აჩვენა, რომ ბაიდენს „ცუდი მეხსიერება“ აწუხებს და „საუკეთესო მდგომარეობაში“ ყოფნის დროსაც კი მისთვის სენსიტიური ინფორმაციის ნდობა არ შეიძლება. მე ყოველთვის დავიცავ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას.
ჯო, შენ გათავისუფლებული ხარ. გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი”, – წერს ტრამპი.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს