ტრამპი - აღარ ვიქნები კარგი ბიჭი! ასე თუ არ მოიქცევიან, აშშ ირანში ყველა ელექტროსადგურს და ყველა ხიდს გაანადგურებს

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ დაარღვია და ისინი ბრიტანულ და ფრანგულ გემებსაც დაესხნენ თავს.
მისი თქმით, ირანი ჰორმუზის სრუტეს ვერ ჩაკეტავს, რადგან ის უკვე აშშ-ს აქვს ბლოკირებული.
"ირანმა გუშინ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში ჭურვების სროლა – ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დარღვევა! ბევრი მათგანი ფრანგული გემისა და გაერთიანებული სამეფოს სატვირთო გემის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს არ იყო კარგი, არა? ჩემი წარმომადგენლები ისლამაბადში, პაკისტანში მიემგზავრებიან – ისინი ხვალ საღამოს იქ იქნებიან მოლაპარაკებებისთვის. ირანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ სრუტეს კეტავდა, რაც უცნაურია, რადგან ჩვენმა ბლოკადამ ის უკვე ჩაკეტა. ისინი გვეხმარებიან ისე, რომ არ იციან და ისინი ჩაკეტილი გასასვლელით კარგავენ დღეში 500 მილიონ დოლარს! შეერთებული შტატები არაფერს კარგავს. სინამდვილეში, ახლა ბევრი გემი მიემართება აშშ-ის შტატებისკენ – ტეხასისკენ, ლუიზიანასა და ალასკასკენ ნავთობით დასატვირთად. "გუშაგთა კორპუსს“ ყოველთვის სურთ, იყვნენ "მკაცრი ბიჭები!", ჩვენ ვთავაზობთ ძალიან სამართლიან და გონივრულ გარიგებას და იმედი მაქვს, ისინი მას დათანხმდებიან, რადგან ასე თუ არ მოიქცევიან, შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურს და ყველა ხიდს გაანადგურებს.
აღარ ვიქნები კარგი ბიჭი! ისინი სწრაფად, მარტივად დაეცემიან და თუ შეთანხმებას არ დათანხმდებიან, ჩემთვის დიდი პატივი იქნება, გავაკეთო ის, რაც უნდა გაკეთდეს, რაც ირანისთვის სხვა პრეზიდენტებს უნდა გაეკეთებინათ ბოლო 47 წლის განმავლობაში. დროა, ირანის მკვლელი მანქანა დასრულდეს!“ – წერს დონალდ ტრამპი.
თაგები:
დონალდ ტრამპი




