ტრამპი - აშშ დაეხმარება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაცვაში, თუ რუსეთი გააგრძელებს ესკალაციას


ავტორი
Front News საქართველო
შეერთებული შტატები დაეხმარება პოლონეთს დაცვაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს დაძაბულობის ესკალაციას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასთან განაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, დაიცავს თუ არა აშშ პოლონეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს (ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი), თუ ვლადიმერ პუტინი გააგრძელებს ესკალაციას.
"მე ამას გავაკეთებ“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ასევე, რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ბოლო ინციდენტის კომენტირებისას, ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა: "ჩვენ ეს არ მოგვწონს“.
9-10 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 20 რუსული დრონი შევიდა. 19 სექტემბერს კი რუსეთის საჰაერო ძალების სამი MiG-31 გამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და იქ მინიმუმ 12 წუთის განმავლობაში დარჩა. მომხდარი ესტონეთმა მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს