
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა სრულად გაანადგურა ირანის სამხედრო ძალები, მათ შორის საზღვაო და საჰაერო ძალები.
ტრამპის თქმით, მედია ყალბ ამბებს ავრცელებს, როდესაც აშშ-ს დამარცხების შესახებ წერს.
"ყალბი მედია შეშლილია, ან უბრალოდ კორუმპირებულია! შეერთებულმა შტატებმა მთლიანად გაანადგურა ირანის სამხედრო ძალები, მათ შორის მთელი საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები და ყველაფერი დანარჩენი. მათი ლიდერობა მკვდარია“, - წერს ტრამპი.
მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება და ცარიელი გემები "მიიჩქარიან" აშშ-ში ნავთობით "ჩასატვირთად".
"მაგრამ თუ ყალბ ამბებს მოუსმენთ, ჩვენ ვაგებთ“, - აღნიშნა მან.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს