ტრამპი – აშშ უზრუნველყოფს, რომ რუსეთი თავს არ დაესხას ნატოს მოკავშირეებს


ავტორი
Front News საქართველო
ნატოს ევროპული წევრი ქვეყნების შიში რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ “უსაფუძვლოა”. აშშ იზრუნებს, რომ მოსკოვმა ეს არ გააკეთოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს ნატოს ზოგიერთი მოკავშირის შეშფოთების შესახებ რუსეთის შესაძლო აგრესიასთან დაკავშირებით და ფიქრობს თუ არა, რომ ეს შეშფოთება საფუძვლიანია.
“როცა ყველაფერი დასრულდება, ყველაფერი გაკეთდება, მათ (რუს ჯარისკაცებს) მოუნდებათ სახლში წასვლა და დასვენება”, – აცხადებს ტრამპი.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ქვეყანა უზრუნველყოფს, რომ ნატოს მოკავშირეებზე თავდასხმები არ მოხდეს.
“ეს არ არის მოსალოდნელი, მაგრამ ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს”, – აღნიშნა მან.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს