Logo

ტრამპი აცხადებს, რომ გრენლანდიასთან შეთანხმება თითქმის დასრულებულია

მსოფლიო
494
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის შესყიდვის ჩარჩო შეთანხმება თითქმის დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები და ვფიქრობ, ყველაფერი თითქმის დასრულებულია. ანუ, მათ თავად სურთ ეს. ვფიქრობ, ეს ყველასთვის სასარგებლო გარიგება იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი გარიგებაა, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ადრე გამოაცხადა გრენლანდიის შესყიდვის ჩარჩო შეთანხმება, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ფაქტობრივად უარყო თეთრი სახლის სიტყვები და განაცხადა, რომ არანაირი შეთანხმება არ არსებობს და რომ ჯერ დიალოგი უნდა დაიწყოს.

გრენლანდიის გარშემო სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუნძულის 700 მილიარდ დოლარად შეძენის განზრახვის შესახებ განაცხადა. ის ამას სტრატეგიული აუცილებლობით ამართლებს და აცხადებს, რომ დანიას არ შეუძლია დაიცვას რეგიონი რუსეთის და ჩინეთის საზღვაო ძალების „ალყაში მოქცევისგან“.

ამ განცხადებებმა შეშფოთება გამოიწვია ევროპაში და ნატოს მოკავშირეებში, რომლებმაც ხაზი გაუსვეს დანიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და არქტიკის რეგიონში დაპირისპირების თავიდან აცილების აუცილებლობას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები