ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს ესაუბრა და ომის დასრულების “კარგი” შანსებია


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესაუბრა ვლადიმერ პუტინს. მათ ჰქონდათ “ძალიან კარგი და პროდუქტიული დისკუსიები“.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
“არსებობს ძალიან კარგი შანსი, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს”, – წერს ტრამპი.
გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თითქოს ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი მთლიანად გარშემორტყმულია რუსული ჯარების მიერ და იმყოფება ძალიან დაუცველ მდგომარეობაში. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რას გულისხმობდა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს