Logo

ტრამპი აცხადებს, რომ Twitter-ზე დაბრუნებას არ აპირებს

მსოფლიო
862
Frontnews image description

Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის გადაწყვეტილება გააუქმა.

 

იქამდე მასკმა ჩაატარა გამოკითხვა Twitter-ზე ტრამპის ანგარიშის აღდგენის შესახებ. გამოხმაურებულთა 50%-ზე მეტი ექსპრეზიდენტის გვერდის აღდგენის მომხრე იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა 15 მილიონმა მომხმარებელმა მიიღო.

 

“ხალხის ხმა, ღმერთის ხმაა“, – წერს მასკი.

 

ტრამპმა საპასუხოდ განაცხადა, რომ არ აპირებს Twitter-ზე დაბრუნებას და გამოიყენებს თავის სოციალურ ქსელს Truth Social. თუმცა ცხრა მილიონზე მეტმა მომხმარებელმა შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ანგარიში უკვე გამოიწერა.

 

დონალდ ტრამპის სოციალური მედიის – Facebook, Instagram და Twitter ანგარიშები 2021 წლის იანვარში დაიბლოკა, როდესაც ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. 

 

სოციალური ქსელების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ტრამპი თავის ანგარიშებში მხარდამჭერებს ბუნტისკენ უბიძგებდა.

 

ილონ მასკმა Twitter ოქტომბრის ბოლოს 44 მილიარდ დოლარად შეიძინა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები