ტრამპი - აუცილებლად კვლავ დავბომბავ ირანს, თუ აღმოჩნდება, რომ ურანი ბომბის დასამზადებლად საჭირო დონემდე გაამდიდრა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ მზადაა ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელოს, თუ აღმოჩნდება, რომ თეირანს კვლავ შეუძლია ბირთვული ბომბის დამზადება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
თავის გამოსვლისას ტრამპმა ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის გუშინდელ განცხადებას უპასუხა, რომ თითქოს მათ ომი მოიგეს.
მან ასევე გააფრთხილა თეირანი, რომ შეერთებული შტატები მზადაა საჭიროების შემთხვევაში გააგრძელოს ირანზე თავდასხმა.
"მე აუცილებლად კვლავ დავბომბავ ირანს, თუ აღმოჩნდება, რომ ირანმა ურანი ბომბის დასამზადებლად საჭირო დონემდე გაამდიდრა“, - აღნიშნა მან.
ამავდროულად, Truth Social-ზე გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ხამენეის განცხადება, რომ მან ისრაელთან ომი მოიგო, ტყუილია.
"როგორც დიდი რწმენის მქონე კაცმა, ის არ უნდა იტყუებოდეს. მისი ქვეყანა განადგურდა, მისი სამი კრიმინალური ბირთვული ობიექტი განადგურდა და მე ზუსტად ვიცოდი, სად იმალებოდა და არ მივეცი ისრაელს ან აშშ-ის სამხედრო ძალებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერია, მისი სიცოცხლის დასრულების უფლება. მე ის ძალიან მახინჯი და სამარცხვინო სიკვდილისგან გადავარჩინე და არ უნდა ეთქვა: "გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ!“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ომის ბოლო აქტში, თითქოს მან მოითხოვა ისრაელისგან თვითმფრინავების დიდი ჯგუფის დაბრუნება, რომლებიც უკვე პირდაპირ თეირანისკენ მიემართებოდნენ.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს