ტრამპი - ჩვენ აღარ "გვჭირდება" ნატოს ქვეყნების დახმარება, არავის დახმარება არ გვჭირდება!

ავტორი
Front News საქართველო
ნატოს ქვეყნების მიერ ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში ჩარევაზე უარის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დახმარება აღარ სჭირდება.
მისი თქმით, ნატოს მოკავშირეთა უმეტესობამ შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ არ სურთ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა.
"თუმცა, მათი პოზიცია არ მიკვირს, რადგან ნატოს, სადაც ჩვენ წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ იმავე ქვეყნების დასაცავად, ყოველთვის ცალმხრივი მოძრაობის ქუჩად მივიჩნევდი - ჩვენ დავიცავთ მათ, მაგრამ ისინი ჩვენთვის არაფერს გააკეთებენ, განსაკუთრებით საჭიროების დროს“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანის საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები და პრაქტიკულად ყველა მისი ლიდერი განადგურებულია და ისინი ვეღარასდროს შეძლებენ ამერიკელი მოკავშირეებისთვის დამუქრებას.
"მას შემდეგ, რაც ასეთ სამხედრო წარმატებას მივაღწიეთ, ჩვენ აღარ "გვჭირდება" ნატოს ქვეყნების დახმარება - ჩვენ ეს არასდროს დაგვჭირვებია! იგივე ეხება იაპონიას, ავსტრალიას ან სამხრეთ კორეას. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი ვაცხადებ, ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება!“ - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომელიც ჰორმუზის სრუტით ნავთობს იღებს, გაეგზავნათ თავიანთი ძალები ახლო აღმოსავლეთში და შეერთებოდნენ ირანის წინააღმდეგ ოპერაციას.





