ტრამპი - ჩვენ გვყავს რადიკალი მემარცხენე გიჟების ჯგუფი, ამ პრობლემას მოვაგვარებთ


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი კირკის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დიდი პროგრესი შეინიშნება.
ჟურნალისტის კითხვაზე, ღელავდა თუ არა საკუთარი უსაფრთხოების გამო, ტრამპმა უპასუხა, რომ ის ქვეყანაზე ღელავს.
"მე ნამდვილად ვნერვიულობ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ქვეყანა, მაგრამ გვყავს რადიკალი მემარცხენე გიჟების ჯგუფი. ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თავდამსხმელს „სათანადოდ“ მოექცევიან.
"ის ცხოველია. რაც მან გააკეთა, სამარცხვინოა. იმედია, დავიჭერთ და ძალიან სათანადოდ მოვექცევით“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში არიზონაში ჩარლი კირკის დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს.
"ვფიქრობ, რომ ვალდებული ვარ“, – აღნიშნა მან.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს