ტრამპი “დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის” და უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მოწოდებით გამოდის


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემასა და მის გაქცევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი არ იყო დაინტერესებული ასადის ხელისუფლების დაცვით.
“რუსეთის იქ ყოფნის არანაირი მიზეზი არ არსებობდა. მათ დაკარგეს ინტერესი სირიის მიმართ უკრაინის გამო, სადაც დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაჭრილი ან დაღუპულია ომის დროს, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინა თითქოს, მზად არიან დადონ შეთანხმება ომის დასრულების შესახებ.
ტრამპი “დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის” და უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების მოწოდებით გამოდის.
”ძალიან ბევრი სიცოცხლე დაიკარგა უაზროდ, ძალიან ბევრი ოჯახი განადგურდა და თუ ასე გაგრძელდა, ეს შეიძლება იქცეს ბევრად უფრო დიდად და უარესად გადაიქცეს. ვლადიმირს კარგად ვიცნობ. ეს მისი მოქმედების დროა. ჩინეთს შეუძლია დაეხმაროს”, – განაცხადა მან.
თაგები:
დონალდ ტრამპი

ესტონეთის პრეზიდენტი – დონალდ ტრამპმა დამარწმუნა, რომ აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესიდან არ გავა

ტრამპი – ჩემი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ პუტინთან იყო ძალიან კარგი და პროდუქტიული

“უკრაინასა და რუსეთს შორის პოტენციური ზავის საფუძველი აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები”