
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის პირადად უნდა იყოს ჩართული ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში.
როგორც მან "აქსიოსთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, აიათოლა ალი ხამენეის შვილი, რომელიც ირანის სულიერ ლიდერად აირჩიეს, მისთვის მიუღებელია.
ტრამპის აზრით, მოჯტაბა ხამენეი გააგრძელებს აიათოლა ალი ხამენეის პოლიტიკას, რაც აშშ-ს ხუთ წელიწადში ომში დაბრუნებას აიძულებს.
"ჩვენ გვინდა ვინმე, ვინც ირანში ჰარმონიასა და მშვიდობას მოიტანს. ისინი დროს ტყუილად კარგავენ. ხამენეის შვილი სუსტი ადამიანია. მე უნდა ვიყო ჩართული დანიშვნაში, როგორც ვენესუელაში დელსი როდრიგესის შემთხვევაში მოხდა“, – განაცხადა ტრამპმა.
თაგები:
დონალდ ტრამპი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს