Logo

ტრამპი - ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე თავდასხმის გარეშე, ბაიდენი უკრაინას საპასუხო იერიშის საშუალებას არ აძლევდა

უკრაინა
99
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის წინამორბედს ჯო ბაიდენს უკრაინისთვის ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის უფლების დაგვიანების გამო აკრიტიკებს.

ტრამპის თქმით, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე თავდასხმის გარეშე.

"ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა, ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე თავდასხმის გარეშე. ეს ჰგავს სპორტში შესანიშნავ გუნდს, რომელსაც ფანტასტიკური დაცვა ჰყავს, მაგრამ შეტევაში თამაშის უფლება არ აქვს. გამარჯვების შანსი არ არსებობს! ასეა უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით.

თაღლითი და უკიდურესად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას საპასუხო იერიშის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის. როგორ გამოვიდოდა ეს? მიუხედავად ამისა, ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი - ნულოვანი შანსი. საინტერესო დრო გველოდება!", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინა რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ს ამერიკული შორი მოქმედების იარაღის მიწოდებას სთხოვდა, შემდეგ კი ნებართვას, გამოეყენებინა იგი რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციაზე დარტყმის საბოლოო ნებართვა მხოლოდ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისას, 2024 წლის შემოდგომაზე მისცა.

Advertisement