ტრამპი – ეს არის საშინელი განცხადება, რომელიც ზელენსკის შეეძლო, გაეკეთებინა და ამერიკა ამას აღარ აიტანს დიდხანს


ავტორი
Front News საქართველო
ვოლოდიმირ ზელენსკის არ სურს მშვიდობა, ვიდრე მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს, ამერიკა ამას აღარ აიტანს დიდხანს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.
ტრამპს გაზიარებული აქვს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომ ომის დასრულება ჯერ კიდევ შორს არის.
“ეს არის საშინელი განცხადება, რომელიც ზელენსკის შეეძლო, გაეკეთებინა და ამერიკა ამას აღარ აიტანს დიდხანს. ეს არის ის, რასაც მე ვამბობდი, ამ კაცს არ სურს მშვიდობა, ვიდრე მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს. ევროპამ, შეხვედრაზე, რომელიც ზელენსკისთან ჰქონდა, პირდაპირ განაცხადა, რომ არ შეუძლიათ სამუშაოს შესრულება ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ალბათ, არც ისე კარგი განცხადებაა რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით. რაზე ფიქრობენ ისინი?“, – წერს ტრამპი.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს