ტრამპი - ესენი არიან მოძალადეები, ჩვენ ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ, გადაწყვეტილებას მივიღებთ

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო სამხედრო ვარიანტებს, რადგან ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება.
"როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. თუ მათ ლიდერებს უწოდებთ, არ ვიცი, შეიძლება თუ არა ლიდერების დარქმევა. ისინი ქვეყანას ძალადობის საშუალებით მართავენ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. სამხედროები ამას განიხილავენ. ჩვენ ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ საუბარს გეგმავს, სადაც ხელისუფლებამ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საკომუნიკაციო საშუალებები გათიშა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ირანიდან მოლაპარაკებებისთვის დაუკავშირდნენ.
„გუშინ დამირეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმებით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს“, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო სამხედრო ვარიანტებს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ მილიარდერ ილონ მასკთან საუბარს გეგმავს.
ირანში საპროტესტო გამოსვლები დეკემბრის ბოლოს დაიწყო. აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ბოლო მონაცემებით, ირანში საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.
თაგები:
დონალდ ტრამპი




