ტრამპი - ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უკრაინის ომზე და არა გრენლანდიაზე

ავტორი
Front News საქართველო
ევროპამ ყურადღება უკრაინაზე და არა გრენლანდიაზე უნდა გაამახვილოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, ის ევროპის ქვეყნებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს.
"ევროპამ რუსეთთან და უკრაინასთან ომზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ხედავთ, რა შედეგი მოჰყვა ამას. სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოს ევროპამ ყურადღება – არა გრენლანდიაზე“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, მან არ უპასუხა კითხვას გამოიყენებდა თუ არა ძალას გრენლანდიის დასაკავებლად.
თაგები:
დონალდ ტრამპი




