Logo

ტრამპი - განვაგრძობ მუშაობას ორივე მხარესთან, დიდი კვირა გველოდება

უკრაინა
19 საათის წინ / 11:03
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან და რუსეთთან მუშაობას განაახლებს.

"პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ, ასობით ათასი სიცოცხლე, რომელიც გადარჩება, როდესაც ეს დაუსრულებელი 'სისხლის ღვრა" იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და გაცილებით უკეთესი სამყარო.

მე განვაგრძობ მუშაობას ორივე მხარესთან, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ეს მოხდება. აშშ-ის სურს ამის ნაცვლად ფოკუსირება მოახდინოს აღდგენასა და ვაჭრობაზე. დიდი კვირა გველოდება!​​​​​​​​​​​​​​​​“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

უკრაინამ, შეერთებულმა შტატებმა და ევროპელმა ლიდერებმა რუსეთს შესთავაზეს 30-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან, 12 მაისიდან. კერძოდ, გარკვეულწილად წაუყენეს ულტიმატუმი - ან შეთანხმება, ან ახალი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

ღამით პუტინმა განცხადება გააკეთა, რომელშიც უგულებელყო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის თემა. სამაგიეროდ, მან შესთავაზა უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება 15 მაისს, სტამბოლში, ყოველგვარი პირობების გარეშე.

დღეს დაგეგმილია მისი საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც ის სთხოვს მას, უზრუნველყოს პლატფორმა 2022 წელს შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლებისთვის. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ახლა კიევზეა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლების განცხადების თანახმად, უკრაინული მხარე მოლაპარაკებებზე მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ თანხმდება.

Advertisement