ტრამპი გენერალურ პროკურორს სთხოვს, ბილ კლინტონს და სხვა დემოკრატებთან ჯეფრი ეპშტეინის კავშირები გამოიძიოს

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გენერალურ პროკურორს სთხოვს, ბილ კლინტონს და სხვა დემოკრატებთან ჯეფრი ეპშტეინის კავშირები გამოიძიოს.
"ახლა, როდესაც დემოკრატები იყენებენ ეპშტეინის თაღლითობას, რომელიც დემოკრატებს ეხება და არა რესპუბლიკელებს, რათა ყურადღება გადაიტანონ თავიანთი კატასტროფული გადაწყვეტილებებიდან და ყველა სხვა წარუმატებლობიდან, მე ვთხოვ გენერალურ პროკურორ პემ ბონდის, იუსტიციის დეპარტამენტს და ჩვენს დიდებულ პატრიოტებს FBI-ში, გამოიძიონ ჯეფრი ეპშტეინის ურთიერთობები ბილ კლინტონთან, ლარი სამერსთან, რიდ ჰოფმანთან, ბანკ JP Morgan Chase-თან, მრავალ სხვა ადამიანთან და ინსტიტუტთან, რათა გაირკვეს, თუ რა ხდებოდა მათ შორის“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროვეს სექსუალურ სკანდალში მხილებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები. მედიის ცნობით, ერთ-ერთ გასაჯაროებულ წერილში, რომელიც 2011 წლით თარიღდება, ეპშტეინი მაქსველს წერს, რომ ტრამპი „მის სახლში საათობით ატარებს დროს“ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთან ერთად და ტრამპს მოიხსენიებს „ძაღლად, რომელიც არ იყეფება“.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობადი პირის სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის.
თაგები:
დონალდ ტრამპი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


