Logo

ტრამპი - ირანი თავისუფლებისკენ ისწრაფვის, შესაძლოა, ისე, როგორც არასდროს, აშშ მზადაა დასახმარებლად

მსოფლიო
281
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, დაეხმაროს თავისუფლებისთვის მებრძოლ ირანელ ხალხს.

"ირანი თავისუფლებისკენ ისწრაფვის, შესაძლოა, ისე, როგორც არასდროს. აშშ მზადაა, დასახმარებლად!!!“, - წერს ამერიკის პრეზიდენტი.

მეორე მხრივ, ჯერ კიდევ რთულია იმის გაგება, ნამდვილად მზად არის თუ არა აშშ ირანში მომიტინგეებს სამხედრო ძალით დაეხმაროს. The Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკვე განიხილეს ირანზე თავდასხმის შესაძლებლობა.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ვარიანტებს შორისაა ირანის რამდენიმე სამხედრო სამიზნეზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა.

თუმცა, სხვა წყაროს ცნობით, ამჟამად არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რა ქმედებებია საჭირო. ასევე, არ მომხდარა სამხედრო აღჭურვილობის, პერსონალის გადაადგილება ან ირანზე შესაძლო დარტყმისთვის სხვა მზადება.

2022 წლის შემდეგ პირველად ირანში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რაც ეროვნული ვალუტის მკვეთრმა ვარდნამ და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებამ გამოიწვია. რიალის სწრაფი დევალვაციის, რეკორდული ინფლაციისა და მზარდი სოციალური არეულობის ფონზე, მთავრობის მკაცრი რეპრესიების მიუხედავად, ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა.

უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალის გამოყენების მუქარის მიუხედავად საპროტესტო აქციები კვირების განმავლობაში მიმდინარეობს. არსებული მონაცემებით, უკვე 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები, თუმცა ზუსტი მონაცემები ამ დროისთვის უცნობია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები