ტრამპი - ირანის განადგურება ერთ ღამეში შეიძლება და ეს შესაძლოა, ხვალ ღამით მოხდეს

ავტორი
Front News საქართველო
ირანის რეჟიმი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დადგენილ ვადას არასერიოზულად ეკიდება. ამერიკელი ლიდერი ირანს "ჯოჯოხეთური ღამის“ მოწყობით ემუქრება.
ზიმბაბვეში ირანის საელჩომ ტრამპის მიერ დადგენილ ვადას ირონიულად უპასუხა.
"20:00 საათი არც თუ ისე მოსახერხებელია. შეგიძლიათ, გადადოთ 13:00-დან 14:00 საათამდე, ან, თუ შესაძლებელია, 01:00-დან 2:00 საათამდე? გმადლობთ ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის“, - წერს საელჩო.
ტრამპის თქმით, ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი.
"მთელი ქვეყნის განადგურება ერთ ღამეში შეიძლება და ეს შესაძლოა, ხვალ ღამით მოხდეს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
5 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი 7 აპრილს საღამომდე ირანი არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ამერიკელები გაანადგურებენ ირანის ელექტროსადგურებსა და სხვა ობიექტებს.





