
ავტორი
Front News საქართველო
ირანთან ომის დასრულების შემდეგ, აშშ-ის ყურადღება უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევაზე გადავიდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ტრამპმა განაცხადა, რომ 14 ივნისს, ძალიან კარგი სატელეფონო საუბრები ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
"ვფიქრობ, რომ შესაძლოა, შევძლოთ [მშვიდობის მიღწევასთან დაკავშირებით] რაიმეს გაკეთება. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია. ვფიქრობ, ორივე მათგანი ღიაა ამისთვის. ახლა, როდესაც ეს [ირანთან ომი] დასრულდა, ჩვენ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მისი დასრულება“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დროს ყოველთვიურად "25 000 ადამიანი" იღუპება, ძირითადად ჯარისკაცები და ეს "არ უნდა მოხდეს".

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს