ტრამპი – კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება


ავტორი
Front News საქართველო
კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოხსნა.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მჯერა, ჩემი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებშია განზე გადგომა და მხოლოდ ჩემი ვადის დარჩენილ პერიოდზე ფოკუსირება“, –აღნიშნავს ჯო ბაიდენი გამოქვეყნებულ წერილში.
ამასთან, ბაიდენი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს