ტრამპი - მალე დავურეკავ ნატოს, სხვადასხვა ადამიანს, რომლებიც საჭიროდ მიმაჩნია და რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკის, საბოლოო გადაწყვეტილება მათზეა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს ქვეყნის ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს, - ამის შესახებ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მალე დავურეკავ ნატოს. დავურეკავ სხვადასხვა ადამიანს, რომლებიც საჭიროდ მიმაჩნია და რა თქმა უნდა, დავურეკავ პრეზიდენტ ზელენსკის და ვეტყვი მას დღევანდელი შეხვედრის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილება მათზეა“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში ალასკაში დასრულდა.
მოლაპარაკებები 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს