ტრამპი – მას უნდა სურდეს მშვიდობა და არ უნდა თქვას უარყოფითი პუტინზე

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მოლაპარაკებების განახლებისთვის უკრაინის ლიდერმა მშვიდობის სურვილი უნდა დაადასტუროს.
მისი თქმით, ზელენსკი არ ჰგავს ადამიანს, რომელსაც მშვიდობის დამყარება სურს.
“მე მინდა სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტა, მას (ზელენსკის) სურს გააგრძელოს ბრძოლა. ჩვენ გარეშე ის ვერ გაიმარჯვებს”, – განაცხადა ტრამპმა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება დაუყოვნებლივ მიღწეულიყო.
ტრამპის თქმით, იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები განახლდეს, ზელენსკიმ უნდა თქვას, რომ მშვიდობა სურს.
“მას უნდა სურდეს მშვიდობა. მან არ უნდა თქვას უარყოფითი რამ პუტინზე”, – განაცხადა ტრამპმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




