ტრამპი - მე ჩემს წარმომადგენლებს ვაცნობე, რომ არ იჩქარონ შეთანხმების მიღწევა, რადგან დრო ჩვენ სასარგებლოდ მუშაობს

ავტორი
Front News საქართველო
შეერთებული შტატები ირანთან ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა, ამერიკული მხარე განზრახ აჭიანურებს დოკუმენტის ხელმოწერას, რადგან დრო მის სასარგებლოდ მუშაობს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, თეირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები მოწესრიგებულად მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად უფრო პროფესიონალურია, ვიდრე წინა მოლაპარაკებები. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე თავის წარმომადგენლებს შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მისცა.
"მოლაპარაკებები მოწესრიგებულად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს და მე ჩემს წარმომადგენლებს ვაცნობე, რომ არ იჩქარონ შეთანხმების მიღწევა, რადგან ეს დრო ჩვენს მხარესაა. ბლოკადა სრული ძალით დარჩება მანამ, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, დამოწმებული და ხელმოწერილი. ორივე მხარემ არ უნდა იჩქაროს და ყველაფერი სწორად გააკეთოს. შეცდომები არ შეიძლება!
ჩვენი ურთიერთობა ირანთან გაცილებით პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა, მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ან ბომბის შემუშავება ან შეძენა. მინდა მადლობა გადავუხადო ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანას მათი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება და გაძლიერდება მათი მიერ ისტორიული აბრაამის შეთანხმებების ქვეყნებთან შეერთებით და ვინ იცის, იქნებ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამაც მოისურვოს შეერთება“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.





