ტრამპი - მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა.
"მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით. ჯილსა და ოჯახს ვუსურვებთ თბილ და საუკეთესო სურვილებს, ჯოს კი სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ამერიკის 46-ე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. ბაიდენის პირადი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომ ბაიდენს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ხოლო მეტასტაზები ძვლებზეა გავრცელებული.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას, ჩანს, რომ კიბო ჰორმონმგრძნობიარეა, რაც საშუალებას იძლევა ეფექტური მკურნალობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
დონალდ ტრამპი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა